ლარი გამყარდა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7645 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7741 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.0096 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.6946 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.6970 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0024 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ძალაში ხვალ შევა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები