დრონების იერიშს კიევში ახალგაზრდა ცოლ-ქმარი შეეწირა, ქალი 6 თვის ორსული იყო

რუსი ოკუპანტების კამიკაძე-დრონების იერიშს კიევში დღეს სამი ადამიანი შეეწირა, მათ შორის ახალგაზრდა ცოლ-ქმარია.

ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველმა, ოლექსი არესტოვიჩმა სოციალურ ქსელში დაწერა.

“ირანული დრონების დღევანდელ იერიშს კიევში სამი ადამიანი შეეწირა, მათ შორის, ახალგაზრდა ოჯახი – ცოლ-ქმარი. მაგრამ, სინამდვილეში – ოთხი ადამიანი, რადგან ცოლი ექვსი თვის ორსული იყო. უკრაინას სჭირდება ახალი საჰაერო თავდაცვის სისტემები, პირველ ყოვლისა, საზენიტო არტილერია”, – დაწერა არესტოვიჩმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები