“ასეთი ინიციატივები რეგიონს მხოლოდ სიკეთეს მოუტანს” – ალი ბაბაევი ილჰამ ალიევის განცხადებას აფასებს

“ასეთი ინიციატივები რეგიონის სტაბილურობას მხოლოდ სიკეთეს მოუტანს”, – ამის შესახებ მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში სტუმრობისას “საქართველოს აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესის“ თავმჯდომარემ, ალი ბაბაევმა აზერბაიჯანის პრეზიდენტის,
ილჰამ ალიევის ინიციატივაზე საუბრისას განაცხადა, რომელიც აზერბაიჯანი – საქართველო – სომხეთის საერთო პლატფორმის შექმნის საკითხს ეხება.

ბაბაევის თქმით, სამხრეთ კავკასია ინვესტორებისთვის ერთ-ერთი მიმზიდველი რეგიონია. როგორც ბაბაევმა განაცხადა, ამ რეგიონში სტაბილურობა მთავარია.

“ილჰამ ალიევმა რეგიონში სტაბილურობისა და მშვიდობისათვის განცხადება გააკეთა. საქართველო, აზერბაიჯანი, სომხეთი თუ ამ მშვიდობიანი მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდებიან და რეგიონის მომავალ პერსპექტივაზე იმსჯელებენ. ეს, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნების განვითარებაში ძალიან დიდ როლს ითამაშებს. მე ასეთ ინიციატივებს მივესალმები. ასეთი ინიციატივები რეგიონის სტაბილურობას მხოლოდ სიკეთეს მოუტანს.

ჩვენ ისეთ რეგიონში ვცხოვრობთ, რომელიც ინვესტორებისთვის გეოპოლიტიკურადაც ერთ-ერთი მიმზიდველია. ამიტომაც, ამ რეგიონში სტაბილურობა მთავარია. სტაბილურობისთვის, პირველ ყოვლისა, ქვეყებს შორის ურთიერთობაა მნიშვნელოვანი. სამწუხაროდ, დღეს რეგიონში დაძაბულობაა. სომხეთი და აზერბაიჯანი, ერთი მხრივ, ომობენ, მეორე მხრივ, სამშვიდობო მოლაპარაკებებზე, სამშვიდობო ხელმოწერებზე ფიქრობენ. რუსეთ- უკრაინას შორის ომია. ეს გეოპოლოტიკურად ურთიერთობებს ცვლის. ამ ბოლო დროს ძალიან სერიოზული სამიტების მომსწრეები ვიყავით როგორც პრაღაში, ისე ასტანაში, სადაც აზიის წამყვანი ქვეყნების ლიდერები შეიკრიბნენ და მოლაპარაკებებს აწარმოებენ იმაზე, თუ როგორ გამოვიდნენ ამ კრიზისიდან, როგორ დაამყარონ ახალი გეოპოლიტიკური სიტუაცია რეგიონებში. სამხრეთ კავკასია ერთ -ერთი უმნიშვნელოვანესი გეოპოლიტიკური ადგილია. ქვეყნებს შორის სტაბილურობაა საჭირო. საქართველოს და აზერბაიჯანს შორის არავითარი პრობლემა არ არსებობს. სამწუხაროდ, სომხეთის რესპუბლიკის მიდგომა სტაბილურობისგან შორსაა. ვიცით, რომ სომხეთს აზერბაიჯანის მიწების 30 % ჰქონდა დაპყრობილი. 44-დღიანი ომის შემდეგ აზერბაიჯანმა ეს მიწები დაიბრუნა. ორივე მხარეს დიდი მსხვერპლი ოყო. ეს ყველაფერი რეგიონში სტაბილურობაზე ძალიან ცუდად მოქმედებს.
ვიცით, რომ რეგიონის სტაბილურობისთვის პრაღაში სერიოზული შეხვედრები გაიმართა, რომელსაც ჩვენი პრემიერი, აზერბაიჯანის პრეზიდენტი და სომხეთს პრემიერმინისტრი ესწრებოდნენ.

საქართველოში, სომხეთში, აზერბაიჯანში სტაბილურობა თუ არ იქნება, ეს მთლიან რეგიონში დაძაბულობას შექმნის”, – განაცხადა ბაბაევმა.

ცნობისთვის, აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის განცხადებით, სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია, სამმხრივ ფორმატში აზერბაიჯანს, საქართველოსა და სომხეთს შორის მოლაპარაკებების პლატფორმა შეიქმნას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები