გოგა ხაინდრავა: როგორ უნდა გქონდეს დეგრადირებული პოლიტიკური კეთილსინდისიერება, გონიერება და ზნე, რომ რეზოლუციაში უკრაინელი ერის ტრაგედია კრიმინალ და ტაკიმასხარა სააკაშვილს გაუთანაბრო
როგორ უნდა გქონდეს პოლიტიკური კეთილსინდისიერება დეგრადირებული, რომ უკრაინელი ერის ტრაგედია კრიმინალ და ტაკიმასხარა სააკაშვილს გაუთანაბრო, – ასე ეხმაურება კინორეჟისორი, გოგა ხაინდრავა ევროპის საბჭოს რეზოლუციას.
„როგორ უნდა გქონდეს დეგრადირებული პოლიტიკური კეთილსინდისიერება, გონიერება და ზნე, რომ რეზოლუციაში, რომელიც ევროპის ხალხების უსაფრთხოებასა და მომავალს ეხება, უკრაინაზე რომ აღარაფერი ვთქვათ, უკრაინელი ერის ტრაგედია კრიმინალ და ტაკიმასხარა სააკაშვილს გაუთანაბრო! „შინ ევროპისკენ“, – წერს გოგა ხაინდრავა.