თბილისში უკრაინის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს

თბილისში, თავისუფლების მოედანზე უკრაინის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს. აქცია უკრაინელების მიერ არის ორგანიზებული.

აქციის მონაწილეებმა უკრაინის დროშა გაშალეს. ასევე, აქციაზე მყოფმა მოქალაქეებმა უკრაინის დროშაზე სურვილები დაწერეს, რომელსაც, მათივე თქმით, უკრაინელ სამხედროებს გადასცემენ.

“რუსეთი ჩვენი ქალაქებისა და მოსახლეობის დაბომბავს აგრძელებს. მიუხედავად ოკუპანტების მცდელობისა ჩვენი ერი ერთიანია. ჩვენი არმია კონტრშეტევებსა და ჩვენი ტერიტორიების დეოკუპაციას აგრძელებს. ჩვენ აქ შევიკრიბეთ, რათა ჩვენს მებრძოლებს სოლიდარობა და თანადგომა გამოვუცხადოთ. ეს ადამიანები ჩვენი და ჩვენი მომავლისთვის იბრძვიან. დღეს ასევე ჩვენი მებრძოლების, ჩვენი დამცველების დღე აღინიშნება და გვინდა მათ ვაჩვენოთ, რომ ერთიანები ვართ”,- ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე, უკრაინის მოქალაქე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები