შსს-ს სასაზღვრო პოლიციის უფროსმა ლაგოდეხის მშენებარე სასაზღვრო სექტორები მოინახულა

  საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსი ზურაბ გამეზარდაშვილი შსს-ს სასაზღვრო პოლიციის მეხუთე სამმართველოს (ლაგოდეხი) სასაზღვრო სექტორებს ესტუმრა. ზურაბ გამეზარდაშვილმა 4 სექტორის (ცოდნისკარი, მსხალგორი, ახალსოფელი და შილდა) მიმდინარე მშენებლობა დაათვალიერა და მესაზღვრეების სამუშაო პირობებს ადგილზე გაეცნო. სასაზღვრო პოლიციის უფროსმა ყველა მესაზღვრეს მადლობა გადაუხადა გაწეული სამსახურისათვის და წარმატებები უსურვა პროფესიულ საქმიანობაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები