რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ამბობს, რომ, დსთ-ის სივრცეში კონფლიქტების წარმოქმნის შემთხვევაში, გამოსავალი მაქსიმალური კეთილგანწყობიდან უნდა იყოს ნაპოვნი.
ამის შესახებ მან ასტანაში, დსთ-ის ლიდერთა სამიტზე თქვა.
„დსთ-ის შიგნით არსებული ყველა პოზიტიური ურთიერთქმედების გათვალისწინებით, უნდა გვესმოდეს, რომ, სამწუხაროდ, ხანდახან ჩნდება უთანხმოება და კონფლიქტები… რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა ვეცადოთ – გამოსავალი ვიპოვოთ, სადაც უნდა იყოს ის. კეთილი ნება, ჩემი აზრით, ყველას აქვს და ჩვენ ეს კეთილი ნება მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ“, – განაცხადა პუტინმა.