სალომე ზურაბიშვილი: როგორც ადამიანი, შეძრული ვარ და ვიზიარებ მშობლების, ოჯახისა და მთელი საქართველოს ტკივილს
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს და გარდაცვლილი მოზარდის ოჯახს უსამძიმრებს.
“შეუძლებელია, ვიპოვო სიტყვები მომხდარზე სასაუბროდ. მსგავსი ტრაგედია არ უნდა განმეორდეს და არავინ უნდა განიცადოს.
როგორც ადამიანი, შეძრული ვარ და ვიზიარებ მშობლების, ოჯახისა და მთელი საქართველოს ტკივილს”, – წერს პრეზიდენტი.
შეგახსენებთ, რომ ვაკის პარკში ტრაგიკული შემთხვევა მოხდა. ე.წ. შატალოზე წასული სკოლის მოსწავლეები ვაკის პარკში თამაშობდნენ, რა დროსაც ბურთი შადრევანში ჩაუვარდათ. მის ამოსაღებად ჩასულ 3 ბავშვს კი დენმა დაარტყა. ერთ-ერთი მოზარდი, 13 წლის გოგონა ხეჩინაშვილის კლინიკაში გარდაიცვალა. მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლით არის დაწყებული.