ვაკის პარკში შადრევნის რეაბილიტაციაზე პასუხისმგებელი კომპანიის დირექტორი: ყველაფერი ისე იყო, როგორც საჭირო იყო
ყველაფერი ისე იყო, როგორც საჭირო იყო, – ასე აფასებს კონტრაქტორი კომპანიის “გრინსერვისი” დირექტორი, კობა ხარშილაძე იმ შადრევნის მდგომარეობას, სადაც დღეს დილით ტრაგიკული შემთხვევა მოხდა.
„ამ ეტაპზე, ვერაფერს ვერ გეტყვით. ყველაფერი ისე იყო, როგორც საჭირო იყო. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები და ყველაფერი დადგინდება“, – განაცხადა კობა ხარშილაძემ.
ცნობისთვის, ვაკე-საბურთალოს მე-5 განყოფილებაში მომხდართან დაკავშირებით გამოკითხვები მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, დღეს დილით, მაშინ – როცა 13 წლის მოზარდები სკოლაში უნდა ყოფილიყვნენ, ვაკის პარკში ტრაგიკული შემთხვევა მოხდა. ე.წ. შატალოზე წასული სკოლის მოსწავლეები ვაკის პარკში თამაშობდნენ, რა დროსაც ბურთი შადრევანში ჩაუვარდათ. მის ამოსაღებად ჩასულ 3 ბავშვს კი დენმა დაარტყა. ერთ-ერთი მოზარდი, 13 წლის გოგონა ხეჩინაშვილის კლინიკაში გარდაიცვალა. მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლით არის დაწყებული.