რუსეთის წარმომადგენლებს პარიზში სოფლის მეურნეობის გამოფენაში მონაწილეობის უფლება არ მისცეს, ორგანიზატორებმა პირდაპირ თქვეს, რომ იქ რუსებს არ ელოდნენ, – განაცხადა საფრანგეთში რუსეთის ელჩმა, ალექსეი მეშკოვმა “რია ნოვოსტისთან” ინტერვიუში.
„მიმდინარე კვირას პარიზში მოეწყობა სოფლის მეურნეობის გამოფენა (CIAL Paris). ჯერ ერთი, რუსეთის წარმომადგენლებს ონლაინ დარეგისტრირების უფლებაც კი არ მიეცათ და ორგანიზატორებთან ჩვენს პირდაპირ მიმართვაზე გვითხრეს, რომ ამ გამოფენაზე რუს ვიზიტორებს არ ელოდებიან”, – თქვა დიპლომატმა.
ცნობისთვის, 18-22 სექტემბერს პარიზში საერთაშორისო ასტრონავტულ კონგრესში მონაწილეობის მისაღებად რუსეთის წარმომადგენლებს მიწვევაც კი არ მიუღიათ. საფრანგეთმა “როსკოსმოსის” ხელმძღვანელობა ვიზების სიიდან ამოიღო.