მაია ბითაძემ წიაღის სექტორში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ონლაინ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა
წიაღის სექტორში არსებული გამოწვევები განიხილეს და სამომავლო რეფორმების თაობაზე იმსჯელეს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძემ, მსოფლიო ბანკის წარმომადგენელმა – რემი პელონმა და სსიპ მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს უფროსმა – ანდრო ასლანიშვილმა ონლაინ შეხვედრაზე.
პარლამენტის ინფორმაციით, მხარეებმა ასევე განიხილეს თემატური მოკვლევა, რომლის განხორციელებაც წინა შეხვედრებზე დაიგეგმა, ისაუბრეს მის მნიშვნელობასა და იმ ეტაპებზე, რაც საჭიროა მოკვლევის ეფექტიანად აღსრულებისთვის.
მხარეები შეთანხმდნენ სამომავლო მჭიდრო თანამშრომლობაზე, წიაღისეულის ეფექტურ მოპოვებასა და მის გადამუშავებასთან დაკავშირებულ რეფორმებში ჩართულობაზე.