ბაიდენი G20-ის სამიტზე პუტინთან შეხვედრას არ გამორიცხავს
აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი G20-ის სამიტზე რუს კოლეგასთან, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრას არ გამორიცხავს.
The Guardian-ის ცნობით, ჟურნალისტის კითხვაზე, გამოიყენებდა თუ არა G20-ის სამიტს, როგორც პუტინთან დალაპარაკების შესაძლებლობას, აშშ-ის პრეზიდენტმა უპასუხა: „ეს ჯერ კიდევ გასარკვევია“.
შეგახსენებთ, რომ G20-ის სამიტი ინდონეზიაში 15-16 ნოემბერს გაიმართება.