შვედმა ევროპარლამენტარმა, ირანში ქალების სოლიდარობის ნიშნად, თმა მოიჭრა (ვიდეო)

შვედმა ევროპარლამენტარმა, აბერ ას-საჰლანმა სტრასბურგში სიტყვით გამოსვლის დროს, ირანში ანტისამთავრობო დემონსტრაციებისადმი სოლიდარობის ნიშნად, თმა მოიჭრა.

როგორც სიტყვით გამოსვლის დროს ერაყის მკვიდრმა, აბერ ას-საჰლანმა თქვა, “სანამ ირანი არ გათავისუფლდება, ჩვენი გაბრაზება მჩაგვრელებზე დიდი იქნება. სანამ ირანის ქალები არ გათავისუფლდებიან, ჩვენ თქვენ გვერდით ვიდგებით”.

ამის შემდეგ, დეპუტატმა მაკრატელი აიღო და წარმოთქვა: “ჯინ, ჯიიან, აზადი”, რაც ქურთულ ენაზე ნიშნავს – “ქალი, სიცოცხლე, თავისუფლება”.

​ირანში საპროტესტო აქციები 17 სექტემბრიდან მას შემდეგ იმართება, რაც 13 სექტემბერს “მორალის პოლიციამ” 22 წლის მეჰსა ამინი ჰიჯაბის არასწორად ტარების გამო დააკავა. ​ მაჰსა ამინის ორი საათის განმავლობაში აწამებდნენ, მას თავში სასტიკად ურტყამდნენ და აშინებდნენ. ამინის ტვინისა და გულის შეტევა დაემართა და კომაში ჩავარდა. ის საავადმყოფოში 16 სექტემბერს გარდაიცვალა.

საპროტესტო აქციებზე კი ირანელი ქალები ჰიჯაბებს წვავენ და საჯაროდ თმას იჭრიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები