უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინელი ჯარისკაცების მიერ ოკუპანტებისგან გათავისუფლებული ქალაქი ლიმანის ამჟამინდელი მდგომარეობის ამსახველ ფოტოებს აქვეყნებს.
როგორც ზელენსკიმ დაწერა, “ოკუპირებულ ტერიტორიაზე აგრესორი სახელმწიფო ანადგურებს ცხოვრების ნებისმიერ საფუძველს – ეკონომიკას, სოციალურ სფეროს, კულტურას.
“ამ ყველაფრის შეჩერება მხოლოდ ერთი გზით არის შესაძლებელი: გათავისუფლებით და ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენი სახელმწიფოს მთელი ტერიტორია მტრისგან გათავისუფლდება – უკრაინის მტრისგან, სიცოცხლის, კაცობრიობის, კანონისა და სიმართლის მტრისგან”, – წერს ზელენსკი.