საქართველოს ეროვნული არქივი და პოლონეთის ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტი ერთობლივ პროექტებს განახორციელებენ
საქართველოს ეროვნული არქივი და პოლონეთის ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტი სასწავლო და სამეცნიერო სფეროში თანამშრომლობას იწყებენ.
არქივის ინფორმაციით, ინსტიტუტის დელეგაცია ვიცე პრეზიდენტ კაროლ პოლეიოვსკის ხელმძღვანელობით ეროვნულ არქივს ეწვია და გენერალურ დირექტორ თეონა იაშვილთან ერთობლივი პროექტების განხორციელების შესაძლებლობა განიხილა.
„ეროვნული არქივის თანამშრომლები მონაწილეობას მიიღებენ პოლონეთის ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტის მიერ სხვადასხვა საარქივო თემაზე ორგანიზებულ სემინარებში.
თანამშრომლობა ასევე მოიცავს სამეცნიერო-კვლევით პროექტებს საბჭოთა მმართველობის, დიდი ტერორის, მეორე მსოფლიო ომის, პოლონეთ-საქართველოს ურთიერთობის და სხვა თემებზე. ჩატარებული კვლევების შედეგად მომზადდება ერთობლივი გამოცემები და ექსპოზიციები“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.