კახა კალაძე: “ხალხის ძალის“ წევრები იზიარებენ პოლიტიკას, რასაც „ქართული ოცნება“ ატარებს, რიგ საკითხებში, პარლამენტში გადაწყვეტილებების მიღების დროს მმართველ გუნდს მათი მხარდაჭერა ექნება
“მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრები იზიარებენ პოლიტიკას, რასაც „ქართული ოცნება“ ატარებს და რიგ საკითხებში, პარლამენტში გადაწყვეტილებების მიღების დროს „ქართულ ოცნებას“ ექნება მხარდაჭერა, რაც ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია”, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ყველას თავისი ხედვა აქვს.
„მათი გადაწყვეტილებაა, თუმცა რაც შეეხება უმრავლესობას, უმრავლესობა „ქართული ოცნებას“ ვერ ექნება ამ შემთხვევაში, თუმცა მე როგორც მოვისმინე და მათი მხრიდან იქნა გაკეთებული განცხადებები, რა თქმა უნდა, ისინი იზიარებენ იმ პოლიტიკას, რასაც „ქართული ოცნება“ ატარებს და რიგ საკითხებში, პარლამენტში გადაწყვეტილებების მიღების დროს „ქართულ ოცნებას“ ექნება მათი მხარდაჭერა, რაც ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია. ამ ადამიანებს აქვთ თავიანთი ხედვა ამა თუ იმ საკითხებზე და მივესალმები და მათი გადასაწყვეტია“, – განაცხადა კახა კალაძემ.
ცნობისთვის, მმართველ გუნდს კიდევ 5 დეპუტატი ტოვებს და საზოგადოებრივ მოძრაობა “ხალხის ძალას” უერთდება. “ქართული ოცნებიდან” გადიან ზაალ მიქელაძე, ეკა სეფაშვილი, დავით კაჭარავა, ვიქტორ ჯაფარიძე და დაჩი ბერაია.