გია ვოლსკი: “ქართული ოცნებიდან“ გასული ადამიანები უმრავლესობაში რჩებიან – ჩვენ შორის ანტაგონიზმი არ არსებობს და მხოლოდ გამოხატვის ფორმაზე ვერ ვთანხმდებით

“ეს ადამიანები უმრავლესობის შემადგენლობაში რჩებიან. ხაზგასმით მინდა, აღვნიშნო, რომ ჩვენ შორის ანტაგონიზმი არ არსებობს”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, გია ვოლსკიმ “ქართული ოცნებიდან“ “ხალხის ძალაში“ გადასულ დეპუტატებზე საუბრისას აღნიშნა.

„ჩვენ გამოხატვის ფორმაზე ვერ ვთანხმდებით. გამოხატვის ფორმა, რომელიც ჩვენმა კოლეგებმა აირჩიეს, ჩვენ შორის ანტაგონიზმს არ იწვევს.

ზოგადად, ველოდებით ისეთ განცხადებებს, რომელიც რადიკალურად დაუპირისპირდება თუნდაც ევროპარლამენტის იმ უტიფარ რეზოლუციას, რომლის გარშემოც ჩვენი რადიკალური ოპოზიციიდან გარკვეული პოლიტიკური ძალების შეიკრიბა. არ შეიძლება ამ თემაზე ლოიალური დამოკიდებულება გქონდეს – გინდ აშშ-ის და გინდ ევროკავშირის ნებისმიერ ქვეყანას, ვინაიდან საქართველოში სტაბილურობა აუცილებელი და მნიშვნელოვანია“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები