მაია ბითაძე ვესტმინსტერის ფონდის მმართველთა საბჭოს თავმჯდომარეს, რიჩარდ გრეჰემს შეხვდა

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე, მაია ბითაძე ვესტმინსტერის ფონდის (WFD) მმართველთა საბჭოს თავმჯდომარეს, რიჩარდ გრეჰემს შეხვდა. მხარეებმა კლიმატის ცვლილების კანონის შემუშავების პროცესსა და მის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

„ამ კანონპროექტისგან ველოდებით პასუხისმგებლობის მატებას და დამოკიდებულების შეცვლას კლიმატის და, ზოგადად, გარემოსდაცვითი საკითხების მიმართ. ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია, რომ ამ პროცესში ჩართულნი იყვნენ როგორც მთავრობის, ასევე, მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები, რადგან სწორედ კონსოლიდირებული მუშაობის შედეგად მივაღწევთ იმ მიზანს რომ საზოგადოებამ და ასევე, ბიზნესსექტორის წარმომადგენლებმა კლიმატის ცვლილების მნიშვნელობა სრულად აღიქვან”, – განაცხადა მაია ბითაძემ.

შეხვედრისას მხარეებმა, ასევე, ისაუბრეს განახლებადი ენერგიის მნიშვნელობაზე. დაიგეგმა სამომავლო თანამშრომლობა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის, შეხვედრა ბრიტანეთში კლიმატის ცვლილების კანონპროექტზე მომუშავე ექსპერტებსა და მთავრობის წევრებთან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები