თბილისში ბავშვს ავტომობილი დაეჯახა
თბილისში, გლდანში, ერთ-ერთი სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე 6 წლის ბავშვს მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა.
არსებული ინფორმაციით, დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე არ არის. მომხდარზე გამოძიება უკვე დაწყებულია.