ირაკლი ზარქუა: დასავლეთი და ევროკავშირი გვეუბნებიან, რომ რუსეთიდან დევნილებს გვერდში დავუდგეთ, ამ დროს „დროას“ ლიდერი აკეთებს განცხადებას, ეს ხალხი დაიჭირეთო

ამერიკის შეერთებული შტატების მაღალჩინოსნები ამბობენ, რომ მივიღებთ რუსეთიდან იმ ხალხს და იმ ახალგაზრდებს, ვინც უარს ეუბნება პუტინს ომში ჩართვაზე. ამ დროს, „დროას“ ლიდერი ლარსში აკეთებს განცხადებას, რამენაირად, ეს ხალხი დაიჭირეთო,- ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა „დროას“ ლიდერის, ელენე ხოშტარიას მიერ ლარსის სასაზღვრო პუნქტთან დღეისათვის დაგეგმილი აქციას.

ზარქუას განცხადებით,
რადიკალური ძალები, მათ შორის, ელენე ხოშტარიაც რუსეთის ინტერესების გამტარებლები არიან.

“მთელი დასავლეთი და ევროკავშირი გვეუბნება პირიქით, რომ რუსეთიდან დევნილებს, ვინც პუტინის რეჟიმს გამოექცნენ, იქნებ, გვერდში დავუდგეთ. ამერიკის შეერთებული შტატების მაღალჩინოსნები ამბობენ, რომ მივიღებთ რუსეთიდან იმ ხალხს და იმ ახალგაზრდებს, ვინც უარს ეუბნება პუტინს ომში ჩართვაზე. ამ დროს, „დროას“ ლიდერი ლარსში აკეთებს განცხადებას, რამენაირად, ეს ხალხი დაიჭირეთო. ხომ ხედავთ, რა აცდენაა – ერთ მხარეს დგას ცივილიზებული და თავისუფალი სამყარო, საქართველოს ხელისუფლებასთან და საქართველოს მოსახლეობასთან ერთად და აქეთ არიან რადიკალები, რომლებიც რუსეთის ინტერესების გამტარებლები არიან, ქალბატონი ხოშტარიას თამადობით. ეს ნათელია და ბევრი კომენტარი არ სჭირდება“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები