თამარ ჩერგოლეიშვილი აცხადებს, რომ სააკაშვილის მომხრეები უკრაინის მხარდამჭერ გამოფენას ხელს უშლიან

„ტაბულას“ დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი ფოტოს ავრცელებს და აცხადებს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მომხრეები ხელს უშლიან გამოფენას, რომელიც რუსულ ოკუპაციას ეხება.

მისი თქმით, ექსპრეზიდენტის მხარდამჭერები მხატვარ თამარ აბუაშვილის ნახატებს, რომელთა გაყიდვის შემდეგაც თანხა უკრაინის დასახმარებელ ფონდში გადაირიცხება, განგებ ეფარებიან.

„სააკაშვილი რა სამარცხვინო მდგომარეობაში ჩააგდეს ამ კერპისმთრევლებმა შეხედეთ.

თამარ აბუაშვილი მხატვარი ქალია. სამ დღეში მიდის ამერიკაში საცხოვრებლად – პერსპექტივას ვერ ხედავს ამ ქვეყანაში. წასვლამდე სურს, თავისი კვალი დატოვოს და რუსულ ოკუპაციაზე გაკეთებულ ნამუშევრებს ყიდის, რომ უკრაინელებს გადაურიცხოს. ასე ამბობს, რომ უკრაინის გამარჯვებაზე გადის მისი მომავალი და საქართველოში დაბრუნების პერსპექტივა.

ეს მანქურთები წინ დაუდგნენ და არ აცდიან გამვლელებს რომ ნახატები დაათვალიერონ და შეიძინონ. ასეთ სამარცხვინო მაოხრებელ გზირად აქციეს და ასე გაასაზიზღრეს ის უბედური. ამ ორკების სათრევად იქცა – როგორ შეიძლება ამ საზიზღრობამ თანაგრძნობა გამოიწვიოს?“, – აცხადებს თამარ ჩერგოლეიშვილი, რომელსაც „ტაბულა“ ავრცელებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები