შალვა პაპუაშვილი: დეზინფორმაციაა, თითქოს, საზღვრები არის უკონტროლო, საზღვარი არის სრულად კონტროლირებადი

“მანიპულაცია და დეზინფორმაციაა, თითქოს, საზღვრები არის უკონტროლო, საზღვარი არის სრულად კონტროლირებადი”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, მესაზღვრეები გადაწყვეტილებას ქვეყნის უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე იღებენ.

„ის შტამპი, რომელსაც არტყამს მესაზღვრე, ჩათვალეთ, არის ვიზა. მესაზღვრის გადასაწყვეტია, ვინ შემოვიდეს, ვინ არ შემოვიდეს და, რა თქმა უნდა, კონტროლდება – ვინ უნდა შემოვიდეს და ვინ არ უნდა შემოვიდეს. გადაწყვეტილება მესაზღვრის მიერ მიიღება საქართველოს უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე. ყველაფერი არის გაკონტროლებული. ეს არის მცდელობა, დააზიანო საქართველოს სახელმწიფო, ერთის მხრივ ისტერიის შექმნით ქვეყნის შიგნით და მეორეს მხრივ საქართველოს რეპუტაციის შელახვით ქვეყნის გარეთ, აქედან გამომდინარე, ეს არის ჩვეულებრივი ანტიქართული კამპანია“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები