საქართველოს გენერალური პროკურორი, ირაკლი შოთაძე საუდის არაბეთის გენერალურ პროკურორს, საუდ აბდულლაჰ მ.ალშარიფს შეხვდა

საქართველოს გენერალური პროკურორი, ირაკლი შოთაძე საუდის არაბეთის სამეფოს გენერალურ პროკურორს, საუდ აბდულლაჰ მ.ალშარიფს შეხვდა.

პროკურატურის ინფორმაციით, შეხვედრას გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე – ბაკურ აბულაძე, გენერალური პროკურორის მოადგილე – გიორგი ბადაშვილი, საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი – ირაკლი ჩილინგარაშვილი და საუდის არაბეთის პროკურატურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სამართლებრივი ურთიერთობები განიხილეს და სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების თაობაზე მზაობა გამოხატეს. საუდის არაბეთის სამეფოს გენერალური პროკურორი საუდ აბდულლაჰ მ.ალშარიფი საქართველოში, პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის (IAP) 27-ე წლიური კონფერენციის ფარგლებში იმყოფება. საქართველოს პროკურატურა პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის (IAP) 27-ე წლიურ კონფერენციას და გენერალურ შეხვედრას თემაზე – “გლობალური მოვლენები, რომლებმაც შეცვალეს სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემები” მასპინძლობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები