შალვა პაპუაშვილი: ჩვენი სამშვიდობო პოლიტიკით აუცილებლად დავიბრუნებთ ერთმანეთს და ჩვენს აფხაზ დებსა და ძმებთან ერთად გავაგრძელებთ ერთიანი, დამოუკიდებელი და ევროპული საქართველოს შენებას

“27 სექტემბერი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მძიმე და ტრაგიკული თარიღია. 29 წლის წინ ჩვენი ასიათასობით თანამოქალაქე იძულებული გახდა დაეტოვებინა თავიანთი კერა, დავკარგეთ ათასობით სიცოცხლე…”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, გმირების მიერ სამშობლოსთვის დაღვრილი სისხლი ყველას ახსოვს.
“რუსული ოკუპაცია და აგრესია ჩვენმა ქვეყანამ დიდი ხანია, იგრძნო და ის დღესაც გრძელდება არამარტო ჩვენთან, ჩვენს მეგობარ უკრაინაშიც. ჩვენ გვახსოვს ჩვენი გმირების დაღვრილი სისხლი და ბრძოლა ჩვენი სამშობლოსთვის.
ჩვენი სამშვიდობო პოლიტიკით ჩვენ აუცილებლად დავიბრუნებთ ერთმანეთს და ჩვენს აფხაზ დებსა და ძმებთან ერთად გავაგრძელებთ ერთიანი, დამოუკიდებელი და ევროპული საქართველოს შენებას”, – წერს პაპუაშვილი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები