რუსული მედიის ცნობით, ზემო ლარსთან სამხედრო კომისარიატი განთავსდება

ზემო ლარსის გამშვებ პუნქტთან საქართველოს საზღვართან სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამობილიზაციო პუნქტი განთავსდება, ინფორმაციას რუსული მედია რეგიონის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

აღნიშნული ინფორმაციის თანახმად, რუსეთის მოქალაქეები, რომლებსაც მიღებული აღმოაჩნდებათ სამხედრო გაწვევა, ქვეყნის საზღვარს ვეღარ გადაკვეთენ.

ამავე ცნობით, ამ საკითხთან დაკავშირებით, ჩრდილოეთ ოსეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, სახელმწიფო საგზაო ინსპექციის უფროსისა და რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის სასაზღვრო დეპარტამენტის ხელმძღვანელების მონაწილეობით შეხვედრა გაიმართა.

„უახლოეს მომავალში საკონტროლო გამშვებ პუნქტზე სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამობილიზაციო პუნქტი, სამხედრო კომისარიატი, განთავსდება“, – აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები