ვახტანგ გომელაური: ადამიანები, რომელთა სახელებიც გმირთა მემორიალზეა ამოტვიფრული ოქროს ასოებით, ნამდვილად გმირები არიან

1993 წლის 27 სექტემბრიდან 29 წელი გავიდა. მაშინ 17 წლის ვიყავი და ძალიან კარგად მახსოვს, სრულიად საქართველოსთვის რამხელა ტკივილი, ტრაგედია იყო, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა გმირთა მოედანზე, საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა მემორიალთან ჟურნალისტებს განუცხადა.

სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, მინისტრმა დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგო.

„სრულიად საქართველოსთვის, დღევანდელი დღე ძალიან მძიმეა. 1993 წლის 27 სექტემბრიდან 29 წელი გავიდა. მაშინ 17 წლის ვიყავი და ძალიან კარგად მახსოვს, სრულიად საქართველოსთვის, რამხელა ტკივილი, ტრაგედია იყო. ადამიანები, რომელთა სახელებიც ამ კედელზეა ამოტვიფრული ოქროს ასოებით, ნამდვილად გმირები არიან. აქ ჩემი მეგობრები და ნათესავებიც არიან. ყველას დიდი მადლობა, რომ ჩვენს სამშობლოს იცავდნენ“, – განაცხადა გომელაურმა.

სოხუმის დაცემიდან 29 წელი გავიდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები