ვახტანგ გომელაური – რუსების შემოსვლაზე: 40-45%-ით მოიმატა და არ არის 250 ათასი და 2 მილიონი, არ ვიცი, საიდან მოგაქვთ ეს რიცხვები

საიდან მოგაქვთ ეს რიცხვები, არ ვიცი, – ამის შესახებ შს მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებს კითხვის საპასუხოდ განუცხადა, რომელიც გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს, ბოლო 5 დღეში რუსეთიდან საქართველოში 250 ათასი ადამიანი შემოვიდა, უკავშირდებოდა.

„ტყუილია, ამდენი არ შემოსულა. საიდან მოგაქვთ ეს რიცხვები, არ ვიცი. დაახლოებით, 4-5 დღის წინ იყო 5-6 ათასი შემომსვლელი [დღიურად] და ახლა გაიზარდა დაახლოებით 10 ათასამდე. სადღაც 40-45%-ით მოიმატა და არ არის 250 ათასი და 2 მილიონი. არ ვიცი, საიდან მოგაქვთ ეს რიცხვები. დაახლოებით 60% გადის“, – განაცხადა მინისტრმა.

მან რუსეთის მოქალაქეებისთვის საზღვრის ჩაკეტვის შესახებ დასმულ კითხვასაც უპასუხა.

„რუსეთის მოქალაქეები, ეთნიკურად რუსები წლებია, დადიან საქართველოში. დღეს უნდა გახდეს ეს პრობლემური? 2011-ში ბატონი სააკაშვილი ხვდებოდა და რუსებს თითო ბოთლ ღვინოს ურიგებდა მანქანებში, „შემობრძანდით, თქვენ რა შუაში ხართ, ეს პუტინიაო“, – თქვა გომელაურმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები