ვახტანგ გომელაური: ინფორმაცია გვენეტაძის განთავისუფლების და თითქოს თათბირების შესახებ – ეს არის აბსურდული ტყუილი, არასოდეს არ ყოფილა ასეთი რაღაც

“ეს არის სრული აბსურდი, ტყუილია სრულიად” – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის – მოსამართლე ნინო გვენეტაძის განთავისუფლების შესახებ მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის საპასუხოდ. როგორც ვახტანგ გომელაურმა აღნიშნა,  “წლებია, უკვე გრძელდება სასამართლოზე ზეწოლა, უსაფრთხოების სამსახურზე, პროკურატურაზე, შინაგან საქმეთა სამინისტროზე და მე ვფიქრობ, ამის გაგრძელებაა ეს ყველაფერი”.

“არ ვიცი, ისეთი რაღაცები დამაბრალეს, ახალი მოიგონეს, თითქოს მე თათბირებს ვატარებდი, ვკრებდი ხალხს და  მე მგონი, ქალბატონი ნინო გვენეტაძე უნდა გადამეყენებინა, თუ არ ვცდები, ეგ იყო? მე ნამდვილად არ მინახავს ეგ სიუჟეტი, რაც მითხრეს, ეგ კონტექსტი იყო, რაც გადაიცა “ტვ პირველზე”.

ეს არის აბსურდული ტყუილი, არასოდეს არ ყოფილა ასეთი რაღაც. ჯერ  ერთი – როგორ უნდა დამებარებინა, გენპროკურორი დამებარებინა, კიდევ მოსამართლეები, თუ არ ვცდები მოსამართლეებიც იყო ნახსენები, ბატონი ირაკლი შოთაძე იყო ნახსენები, რომელიც აღარ მუშაობდა და უკვე არანაირ თანამდებობაზე არ იყო ეს ადამიანი… ახსენეს, რომ თითქოს რაღაც ჩავერთეთ, ეს არის სრული აბსურდი, ტყუილია სრულიად.

თუ ცოტა ლოგიკურად შევხედავთ, რატომღაც უკვე წლებია,  გრძელდება სასამართლოზე ზეწოლა, უსაფრთხოების სამსახურზე, პროკურატურაზე, შინაგან საქმეთა სამინისტროზე და მე ვფიქრობ, ამის გაგრძელებაა ეს ყველაფერი და შეიძლება, ხვალ კიდევ მოიგონოს რაღაც შინაგან საქმეთა სამინისტროზე”, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები