„ბუჩამდე იყო აფხაზეთი“ – იან კელი

„ბუჩამდე იყო აფხაზეთი“, – ამის შესახებ აშშ-ის ყოფილი ელჩი, იან კელი სოციალურ ქსელში წერს.

„ქართველები უკრაინელების გვერდით დგანან, რადგან იციან რუსული შემოჭრის სისასტიკე. ბუჩამდე იყო აფხაზეთი“, – წერს იან კელი „ტვიტერზე“.

ცნობისთვის, დღეს სოხუმის დაცემიდან 29 წელი გავიდა. კონფლიქტს, რომელიც ქართულ სამთავრობო ჯარებსა და აფხაზ სეპარატისტთა ძალებს შორის 13 თვესა და 13 დღეს გაგრძელდა, 10 ათასზე მეტი ქართველი ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები