მედია: „ზემო ლარსზე“ ადამიანებს საზღვრის ფეხით გადაკვეთის უფლება მიეცათ
ჩრდილოეთ ოსეთური „ტელეგრამარხები“ იუწყებიან, რომ ადამიანებს „ზემო ლარსზე“ საპასპორტო კონტროლის გავლისა და რუსეთ-საქართველოს საზღვრის ფეხით გადაკვეთის უფლება მიეცათ. აღნიშნულის შესახებ გამოცემა „ეხო კავკაზა“ წერს.
მედიის ცნობით, მანამდე საზღვრის გადაკვეთა მხოლოდ ავტოტრანსპორტით ან ველოსიპედით იყო შესაძლებელი.
როგორც გამოცემა წერს, ინფორმაცია ჩრდილოეთი ოსეთის რუსეთის FSB-ს სასაზღვრო სამსახურის პრესსამსახურში დაადასტურეს.
დეპარტამენტის განმარტებით, ასეთი გადაწყვეტილება „სისწრაფისთვის“ მიიღეს.
ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ახლა საზღვრის გადაკვეთა ფეხითაც არის შესაძლებელი, ე.წ. ზემო ლარსის „ჩატში“ და „ტელეგრამ“ არხში „Tbilisi_life“ წერენ.