მსოფლიო რაგბის უმაღლესი დონის დელეგაცია თბილისშია

მსოფლიო რაგბის პრეზიდენტი, ბილ ბომონტი, აღმასრულებელი დირექტორი, ალან გილპინი და საერთაშორისო ურთიერთობების ხელმძღვანელი, დევიდ კერიგი საქართველოში არიან.

„გვინდა მეტი ინფორმაცია მივიღოთ ქართული რაგბისა და იმის შესახებ თუ რა შეგვიძლია გავაკეთოთ მის მხარდასაჭერად. გვაქვს ჩვენი ხედვა ამასთან დაკავშირებით და გვინდა ჩვენს კოლეგებთან ერთად ამაზე შევჯერდეთ, გვინდა რომ ჩვენი ურთიერთობა ურთიერთ-ინკლუზიური იყოს“ – განაცხადა აეროპორტში მსოფლიო რაგბის პრეზიდენტმა, სერ ბილ ბომონტმა რომელიც, ბრიტანეთის უმაღლესი სამეფო ტიტულების კავალერი და წარსულში ინგლისის ნაკრების კაპიტანია.

მსოფლიო რაგბის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ასეთი მაღალი დონის დელეგაციის ვიზიტი საქართველოში, ქართული რაგბის ბოლოდროინდელმა წარმატებებმა და საქართველოს რაგბის კავშირის სწორმა და ეფექტურმა სტრატეგიულმა კურსმა განაპირობა. თავად მსოფლიო რაგბის ადმინისტრაციის სტრატეგიული კურსია რაგბის გლობალიზაცია და კომერციალიზაცია, შესაბამისად ქართული რაგბის მეტი ინტეგრაცია რაგბის ელიტურ ოჯახში და მისი ფინანსური მდგრადობის ხელშეწყობა, ახალი თაობის მორაგბეთა ნაკადის უწყვეტობა, ასევე სპორტული და სანახაობრივი პრაქტიკის ხარისხის ამაღლება.

„საქართველო უთუოდ არის მსოფლიო რაგბის მნიშვნელოვანი ნაწილი, თვალსაჩინო შედეგებით მსოფლიო თასის ტურნირებზე, ასევე ევროპის ჩემპიონატებზე, და ბუნებრივია ჩემი და დევიდ კერიგის დიდი ინტერესი იყო აქ ადგილზე ჩამოსვლა და ეს განვახორციელეთ კიდეც; გვინდა მეტი ინფორმაცია მივიღოთ ქართული რაგბისა და იმის შესახებ თუ რა შეგვიძლია გავაკეთოთ მის მხარდასაჭერად. გვაქვს ჩვენი ხედვა და გვინდა რომ ჩვენს კოლეგებთან ურთიერთობა ურთიერთ-ინკლუზიური იყოს.

თავის მხრივ, საქართველოს რაგბის კავშირი გამოდის ინიციატივით მოიწვიოს ადგილზე სამუშაოდ მსოფლიო რაგბის მაღალი მიღწევების დირექტორი და ამ თემაზე უკვე აწარმოებს მსოფლიო რაგბთან მოლაპარაკებას. ეს უზრუნველყოფს, ერთი მხრივ ქართული რაგბის სწორ სტრატეგიულ დაგეგმარებას, და, მეორე მხრივ, ქართული რაგბის მეტ ინტეგრაციას რაგბის საერთაშორისო ოჯახში.

„მსოფლიო რაგბი წელიწადში 1.5 მლნი ფუნტ-სტერლინგის სპონსორობას უწევს საქართველოს რაგბის კავშირს ადა მიმდინარეობს მსჯელობა ამ გრანტის კიდევ უფრო გაზრდაზე“, – განაცხადა იოსებ ტყემალაძემ, საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა.

„დადებითად აფასებენ ჩვენს პროექტს, ფრანჩიზულ გუნდს „შავ ლომს“ იგივე, რომელიც მონაწილეობას იღებს სუპერთასის გათამაში რაგბი ევროპის ეგიდით და ეს მნიშვნელოვანია, თუმცა ითქვა რომ საჭიროა გუნდს სხვა ტურნირებშიც ჰქონდეს მონაწილეობის საშუალება, მით უმეტეს მსოფლიო თასზე ჩემპიონატის წინა წელს“, – ამბობს თორნიკე გოგებაშვილი, რაგბის კავშირის აღმასრულებელი დირექტორი.

მსოფლიო რაგბის ადმინისტრაცია იწონებს საქართველოს რაგბის კავშირისა და მთავრობის ერთობლივ „100 სტადიონის“ პროგრამასაც და ვიზიტის ფარგლებში დაესწრება მემორანდუმზე ხელმოწერას, რომელიც ხვალ გაიმართება და მის ფარგლებში 150 სკოლაში მსოფლიო რაგბის სისტემა „თეგ რაგბი“ დაინერგება. ხვალვე სამუშაო შეხვედრა ექნება საქართველოს პრემიერ-მინისტრთან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები