„არ მგონია, რომ მისი ნათქვამი ბლეფი იყოს“ – ვოლოდიმირ ზელენსკი ბირთვულის საფრთხის შესახებ პუტინის მუქარაზე

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მუქარა ბირთვული იარაღის გამოყენების შესახებ, შესაძლოა, რეალობად იქცეს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

„შესაძლოა, გუშინ ბლეფი იყო. ახლა კი შეიძლება რეალობად იქცეს. არ მგონია, მისი ნათქვამი ბლეფი იყოს“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

ცნობისთვის, 22 სექტემბერს, რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილემ და ქვეყნის ყოფილმა პრეზიდენტმა, დიმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ მოსკოვის არსენალში არსებული ნებისმიერი იარაღი, მათ შორის სტრატეგიული ბირთვული იარაღი, შეიძლება გამოყენებულ იქნეს რუსეთის მიერ ანექსირებული ტერიტორიების დასაცავად.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები