მოლდოველებს, რომლებიც უკრაინაში რუსეთის მხარეს საბრძოლველად წავლენ, სავარაუდოდ, მოქალაქეობას ჩამოართმევენ

მოლდოველებს, რომლებიც უკრაინაში რუსეთის მხარეს საბრძოლველად წავლენ, შესაძლოა, მოქალაქეობა ჩამოართვან.

ამის შესახებ მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ უშიშროების უმაღლესი საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, დნესტრისპირეთიდან რუსეთის ჯარში გაწვევის საფრთხე არსებობს.

„მოლდოვის აღმოსავლეთ რეგიონებში არის მოქალაქეთა მობილიზაციის რისკი. ჩვენ განვიხილავთ იმ მოლდოველებს მოქალაქეობის ჩამორთმევის შესაძლებლობას, რომლებსაც აქვთ მხოლოდ მოლდოვის მოქალაქეობა და იმოქმედებენ სამხედრო კონფლიქტის დროს აგრესორის მხარეზე“, – თქვა მაია სანდუმ.

ამავე დროს, მან აღნიშნა, რომ ამ დროისთვის არ არის დადასტურებული ინფორმაცია დნესტრისპირეთში მაცხოვრებლების გაწვევის შესახებ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები