რუსეთში კაცმა მობილიზაციის წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად თავი დაიწვა

რუსეთის ქალაქ რიაზანში, ცენტრალურ ავტოსადგურთან მამაკაცმა თავის დაწვა სცადა.

ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.

მამაკაცი ყვიროდა, რომ უკრაინაში საომრად წასვლა არ უნდა, ამის შემდეგ კი თავი დაიწვა.

შემთხვევის ადგილზე პოლიცია და სასწრაფო დახმარების მანქანა მივიდა.

მამაკაცმა საშუალო სიმძიმის ტრავმები მიიღო.

სერიოზული დაზიანებების თავიდან აცილება მოახერხა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები