ეროვნული არქივი ქუთაისის მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალზე საკუთარი პროგრამითაა წარმოდგენილი

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში დაცული ფილმები ქუთაისის მოკლემეტრაჟიანი ფილმების მეორე საერთაშორისო ფესტივალზეა წარმოდგენილი.

25 სექტემბერს მაყურებელმა იხილა ოთარ იოსელიანის ფილმები: „საპოვნელა”, „აპრილი” და „თუჯი”; 27 სექტემბერს, 18:00 საათზე კი ნაჩვენები იქნება კინოპროგრამა „ქუთაისი და წყალტუბო საბჭოთა კინოქრონიკაში” – ფილმები: „წყალტუბო” (1957); რეჟისორი ვლადიმერ ალავიძე; „ქუთაისი”, (1945), რეჟისორი შალვა ჩაგუნავა; „ერთი დღე ქუთაისში” (1967). რეჟისორი შალვა ხომერიკი.
ფესტივალი, რომელსაც 24-29 სექტემბერს ქუთაისის კინოთეატრი „საქართველო” მასპინძლობს, ქუთაისის მერიის, საქართველოს ეროვნული კინოცენტრისა და თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ტარდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები