რუსეთში კიდევ სამი სამხედრო კომისარიატი დაწვეს

ლენინგრადის და კალინინგრადის ოლქებში, ასევე, მორდოვიაში უქმეებზე სამ სამხედრო კომისარიატს წაუკიდეს ცეცხლი.

ამის შესახებ Moscow Times წერს.

კერძოდ, 25 სექტემბრის ღამეს უცნობმა პირმა ცეცხლი წაუკიდა კიროვსკის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის ოფისს. ცეცხლი, დაახლოებით, ათი კვადრატული მეტრი ფართობის ოფისს გაუჩნდა, ხანძარი დარაჯმა ჩააქრო.

იმავე ღამეს, ლენინგრადის ოლქის გაჩინსკის რაიონში ცეცხლი სოფელ სიასკელევოს ადმინისტრაციის შენობას მოუკიდეს. ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები სოციალური დაცვის კაბინეტს ესროლეს, რომელიც მთლიანად დაიწვა.

ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი ესროლეს ასევე სამხედრო კომისარიატს მორდოვის რუზაევკაში და კალინინგრადის ოლქის ჩერნიახოვსკის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის ოფისს.

დღეს კი, 26 სექტემბერს ირკუტსკის ოლქის ქალაქ უსტ-ილიმსკის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის შენობაში მამაკაცმა ცეცხლი გახსნა, არიან დაჭრილები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები