„ნაციონალურ მოძრაობაში“ ვერ გაურკვევიათ, ვინ ვისკენ არის, ვინ უნდა იყოს თავმჯდომარის მხარეს, ვინ – მიშას მხარეს”, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, სააშკარაოზე გამოაქვთ, რომ გუნდში დაპირისპირებაა.
“მათი შიდა პარტიული დაპირისპირებაა. ცხადია, რომ სააშკარაოზე გამოაქვთ ერთმანეთთან დაპირისპირება. იქ ნიკა მელიას უპირისპირდებიან, იქ ვიღაც კეზერაშვილს უპირისპირდება. ეს ცხადია, ჩანს, მათი პარტიული საქმეებია და, ალბათ, გაარკვევენ ურთიერთობებს”, – აცხადებს კალაძე.