სავაჭრო პალატის ორგანიზებით, მეწარმეებთან შეხვედრები საგადასახადო საკითხებზე გრძელდება

საქართველოს სავაჭრო პალატის ორგანიზებით მეწარმეებთან საგადასახადო საკითხებზე შეხვედრები გრძელდება.

ქუთაისში, ზუგდიდსა და ოზურგეთში გამართული შეხვედრის ფარგლებში, მეწარმეებმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს სხვადასხვა საგადასახადო საკითხზე. მათ შორის, სალაროში ნაღდი ფულის, დებიტორული და კრედიტორული დავალიანების დაბეგვრის შესახებ განხორციელებულ არსებით ცვლილებებზე. ტრენინგს შემოსავლების სამსახურის იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, ლაშა კობერიძე უძღვებოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები