“არ გვინდა ომში ჩვენი შვილების გაგზავნა” – ​მახაჩკალაში საპროტესტო აქციაზე 100-მდე ადამიანი დააკავეს

დაღესტნის ქალაქ მახაჩკალაში ქალების ანტისამობილიზაციო და ანტისაომარ აქციაზე, რომელიც 25 სექტემბერს ჩატარდა, 100-მდე ადამიანი დააკავეს.

ამის შესახებ ტელეგრამ არხები წერენ.

ქალების აქციას კაცებიც შეუერთდნენ.

თავდაპირველად, აქციის მონაწილე ქალები თოჯინების თეატრის შენობის წინ ჩუმად იდგნენ. მათთან პოლიცია მივიდა და მას შემდეგ, რაც შეიტყო, თუ რა იყო შეკრების მიზეზი, შეკრებილებს დაშლისკენ მოუწოდა. ხალხმა დაიწყო საკუთარი პოზიციის გამოხატვა და ომის საწინააღმდეგო ლოზუნგების სკანდირება.

“არ გვინდა ომში ჩვენი შვილების გაგზავნა. თქვენ რატომ არ მიდიხართ ომში, აქ საკუთარ ხალხს ებრძვით,” – მიმართეს ძალოვანებს აქციის მონაწილეებმა.

თავდაპირველად, პოლიციამ მამაკაცების დაკავება დაიწყო. ქალები მათთვის ხელის შეშლას ცდილობდნენ, მაგრამ ძალოვანები მათ წინააღმდეგ ძალას იყენებდნენ: ათრევდნენ, სცემდნენ. მამაკაცებს სცემდნენ და წიხლებს ურტყამდნენ.

აქციის დაშლა ადგილობრივი დროით 20:00-სთვის მოხერხდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები