ზელენსკი: იზიუმში კიდევ ორი მასობრივი სამარხი აღმოაჩინეს
დეოკუპირებულ იზიუმში კიდევ ორი მასობრივი სამარხი აღმოაჩინეს.
ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ CBS-თან ინტერვიუში განაცხადა.
„დღეს მივიღე დამატებითი ინფორმაცია. აღმოაჩინეს კიდევ ორი მასობრივი სამარხი, დიდი სამარხები ასობით ადამიანით. თქვენ ხომ იცით, რომ საუბარია პატარა ქალაქ იზიუმზე? პატარა ქალაქში კიდევ ორი მასობრივი სამარხია”, – თქვა მან.
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს “სამართლიანი” უწოდა და თქვა, რომ მსოფლიომ უნდა გააგრძელოს სანქციების დაწესება პუტინის რეჟიმზე.
მას შემდეგ, რაც უკრაინელმა სამხედროებმა 10 სექტემბერს იზიუმი ოკუპანტებისგან გაათავისუფლეს, ქალაქის მახლობლად მდებარე ტყეში მასობრივი სამარხი აღმოაჩინეს.
23 სექტემბერს ეროვნული პოლიციის მთავარი საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსის პირველმა მოადგილემ, სერგეი პანტელეევმა განაცხადა, რომ ნაპოვნია 202 ქალის ცხედარი, 189 მამაკაცის და 5 ბავშვის. ასევე, მასობრივ სამარხში 21 უკრაინელი სამხედროს ცხედარი იყო.