„ევროპამ უნდა დაუშვას რუსეთის მოქალაქეები, რომლებიც ქვეყნიდან გაქცევას ცდილობენ“ – შარლ მიშელი

ევროპამ უნდა დაუშვას რუსეთის მოქალაქეები, რომლებიც ქვეყნიდან გაქცევას ცდილობენ, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის შეხვედრის ფარგლებში, POLITICO-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ევროკავშირმა უნდა უმასპინძლოს მათ, ვინც საფრთხეშია პოლიტიკური შეხედულებების გამო.

„ევროკავშირი ღია უნდა იყოს მათთვის, ვისაც არ სურს კრემლის ინსტრუმენტი იყოს. პრინციპში, ვფიქრობ, რომ ევროკავშირმა უნდა უმასპინძლოს მათ, ვინც საფრთხეშია პოლიტიკური შეხედულებების გამო. თუ რუსეთში ხალხს საფრთხე ემუქრება მათი პოლიტიკური შეხედულებების გამო, რადგან ისინი არ მიჰყვებიან კრემლის ამ გიჟურ გადაწყვეტილებას უკრაინაში ომის დაწყებასთან დაკავშირებით, ეს უნდა გავითვალისწინოთ. ვეთანხმები იმ აზრს, რომ ჩვენ ძალიან სწრაფად უნდა ვითანამშრომლოთ და კოორდინაცია გავუწიოთ ამ საკითხს, რადგან ეს არის ახალი ფაქტი – ნაწილობრივი მობილიზაცია“, – განაცხადა შარლ მიშელმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები