„მშიშრები და მოღალატეები ხართ“ – კადიროვის მიმართვა რუსებს, რომლებიც სამხედრო სამსახურს თავს არიდებენ

ჩეჩნეთის ხელმძღვანელი რამზან კადიროვი სოციალურ ქსელში რუსეთის იმ მოქალაქეებს მიმართავს, რომლებსაც სურთ, სამხედრო სამსახურს თავი აარიდონ.

როგორც კადიროვი წერს, ასეთი ადამიანები მოღალატეები და მშიშარები არიან.

„მე შენ გელაპარაკები, შენ შეგიძლია მოიფიქრო სხვადასხვა საბაბი. შეიძლება თქვა, რომ არ უჭერ მხარს დღევანდელ პოლიტიკას. შეგიძლია მოიფიქრო ზღაპარი, რომ ომის იდეა და იარაღის კონცეფცია შენთვის უცხოა, ან უბრალოდ არ ეთანხმები ძალადობას. მაგრამ იცოდე, რომ უბრალოდ მშიშარა, მოღალატე და მეორეხარისხოვანი ადამიანი ხარ“, – წერს კადიროვი „ტელეგრამზე“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები