24 სექტემბრიდან თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში რეწვის სკოლის პროექტი იწყება

რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში რეწვის სკოლა განაახლებს ფუნქციონირებას.

თვენახევრიანი კურსი, რომელიც 24 სექტემბრიდან 6 ნოემბრამდე გაგრძელდება, 7 სხვადასხვა სახეობის მასტერკლასს მოიცავს: თიხაზე მუშაობა, ფარდაგების ქსოვა, ხეზე კვეთა, ქვაზე კვეთა, მჭედლობა, ქართული წინდების ქსოვა, ყაისნაღით ქსოვა, ხევსურული თათების ქსოვა და ხევსურული ქარგვა. ამასთანავე, მსურველებს შესაძლებლობა ექნებათ ერთდღიან მასტერკლასებში მიიღონ მონაწილეობა. რეწვის სკოლა თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში პირველად 2011 წელს UNESCO-ს მხარდაჭერით დაფუძნდა და მოსწავლეების,
სტუდენტებისა და ტურისტების განსაკუთრებული ინტერესი მოიპოვა. ყოველწლიურად მასტერკლასებს ასეულობით მოსწავლე სტუმრობდა და დაკარგვის პირას მყოფ ქართული ტრადიციული რეწვის დარგებს ეუფლებოდა. კოვიდის გამო, პროექტი ორი წლის განმავლობაში შეჩერებული იყო. 24 სექტემბრიდან რეწვის სკოლაში ყოველ შაბათ-კვირას, 13:00-დან 17:00 სთ-მდე, მასტერკლასებს ჩაატარებენ ისეთი გამორჩეული ოსტატები, როგორებიც არიან: ნანული აზიკური, ელისო არაბული, ლევან ბუცხრიკიძე, გიორგი გიგაური, იოსებ პატარაია, იზოლდა გაბიტაშვილი, ილია ბეგალიშვილი და მიხეილ ოდიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები