ირაკლი ჩიქოვანი: პრემიერმა კონკრეტული მაგალითებით დაანახა ყველას, თუ რა გაკეთდა ქვეყანაში და დანარჩენი, რაც ჩვენი ქვეყნის შიგნით ხდება, უბრალოდ, პოლიტიკური ეპატაჟია

პრემიერმა ღარიბაშვილმა ნათლად დაანახა ყველას მაგალითებით, რომ საქართველო, როდესაც საქმე მიდის რეალურად იმის დანახვაზე, თუ რა გაკეთდა, როგორი ინსტიტუციური მზაობა აქვს და როგორ არის სახელმწიფო მზად, რომ მიიღოს უფრო მეტი ბიზნესი და შესაძლებლობები შექმნას, საქართველო მოწინავეა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ჩიქოვანმა ტელეკომპანია “იმედის” ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, პრემიერმა გამოსვლაში ხაზი გაუსვა, რომ საქართველო გააგრძელებს უკრაინის ჰუმანიტარულ და პოლიტიკურ დახმარებას და მკაფიოდ აღნიშნა, რომ რუსეთ-უკრაინის ომი არ არის მხოლოდ უკრაინის ან ევროპის საფრთხე, ეს მთელი მსოფლიოს საფრთხეა.

„პრემიერს ჰქონდა ძალიან მნიშვნელოვანი მიმართვა. გაეროს 77-ე გენერალური ასამბლეა ძალიან მნიშვნელოვანი ფორუმია. რადგან ფიზიკურად ის არ ჩატარებულა 2 წლის განმავლობაში, ეს არის შესაძლებლობა, რომ კვლავ განახლდეს ის ახლო დიპლომატიური კონტაქტები, რომელიც მსოფლიოში იყო ცოტა მინელებული. პრემიერის გამოსვლაში ძალიან კონკრეტული გზავნილები იყო, რომელიც მიმართული იყო მსოფლიო ლიდერებისკენ. პრემიერმა ძალიან ნათლად და მკაფიოდ განსაზღვრა თუ რას ვაკეთებთ ჩვენს ქვეყანაში, რა გვინდა გავაკეთოთ იმ გამოწვევების ფონზე, რომელიც მსოფლიოში არსებობს და განსაკუთრებით შეიგრძნობა ჩვენს რეგიონში. მან დაანახა კონტრასტი, რომ ჩვენ გვაქვს იმის შესაძლებლობა, რომ მაშინ, როდესაც მნიშვნელოვანი ეკონომიკური პრობლემებია ქვეყანაში შევქმნათ გარკვეული, მნიშვნელოვანი პოზიტიური დინამიკა და ეკონომიკური ზრდა უზრუნველვყოთ მას შემდეგ, რაც პანდემია დავასრულეთ. პრემიერმა ღარიბაშვილმა ნათლად დაანახა ყველას მაგალითებით, რომ საქართველო, როდესაც საქმე მიდის რეალურად იმის დანახვაზე, თუ რა გაკეთდა, როგორი ინსტიტუციური მზაობა აქვს და როგორ არის სახელმწიფო მზად, რომ მიიღოს უფრო მეტი ბიზნესი და შესაძლებლობები შექმნას, კონკრეტულ ციფრებზე როცა ვსაუბრობთ, საქართველო მოწინავეა. დანარჩენი ყველაფერი, რაც ჩვენი ქვეყნის შიგნით ხდება, უბრალოდ პოლიტიკური ეპატაჟია. მეორე მხრივ, პრემიერმა ისაუბრა რეგიონულ და დღეს უკვე მსოფლიო გამოწვევებზე, ეს არის უსაფრთხოების გამოწვევები და ამ თემაზე მან ისაუბრა იმ აგრესიულ ომზე, რომელსაც რუსეთის ფედერაცია აწარმოებს უკრაინის წინააღმდეგ. მან კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა იმას, რომ საქართველოს აქვს მნიშვნელოვანი, ფართო პოლიტიკური და ჰუმანიტარული ჩარჩო, რომლის ფარგლებშიც ის მხარს უჭერს უკრაინას და გააგრძელებს ამის კეთებას. ღარიბაშვილმა ასევე კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა და აღნიშნა, რომ ეს საფრთხე არ შეიძლება, დარჩეს მხოლოდ უკრაინის ან ევროპის საფრთხედ, ეს არის მსოფლიო საფრთხე. გაერო შეიქმნა სწორედ მაშინ, როდესაც ყველაზე დიდი კრიზისი დაძლია მსოფლიომ, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. ის იყო ინსტრუმენტი რომელსაც უნდა აერიდებინა მსოფლიო ასეთი გამოწვევებისგან და პრემიერმა ხაზი გაუსვა იმას, რომ 2008 წელს, როდესაც საუბარი იყო რუსეთის შემოჭრაზე საქართველოს ტერიტორიაზე, არ იყო საერთაშორისო თანამეგობრობის მკაფიო გზავნილი და მაშინ მათ მეტი და მკაფიო გზავნილები უნდა გაეგზავნათ რუსეთის ფედერაციისთვის. პრემიერ-მინისტრის მხრიდან ასევე იყო მნიშვნელოვანი გზავნილი ოსი და აფხაზი ძმების მიმართ, რომ ჩვენ მშვიდობითა და საერთო საქართველოს მშენებლობით შევძლებთ ქვეყნის განვითარებასა და ევროპული მომავლის უზრუნველყოფას“, – აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები