მათიკაშვილი – გაერო-ში პრემიერის გამოსვლაზე: ყოვლისმომცველი და სრულყოფილი პასუხი გასცა ყველა იმ საჭირბოროტო კითხვას, რაც ჩვენს ქვეყანასთანაა დაკავშირებული

ყოვლისმომცველი და სრულყოფილი პასუხი გასცა ყველა იმ საჭირბოროტო კითხვას, რაც ჩვენს ქვეყანასთანაა დაკავშირებული, – ასე აფასებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დავით მათიკაშვილი პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლას გაერო-ს 77-ე სესიის გენერალურ დებატებზე.

„ყოვლისმომცველი და სრულყოფილი პასუხი გასცა ყველა იმ საჭირბოროტო კითხვას, რაც ჩვენს ქვეყანასთანაა დაკავშირებული. მან ისაუბრა როგორც ქვეყნის მიღწევებზე, რომელიც საკმაოდ შთამბეჭდავია, ასევე, იმ გამოწვევებზე, საგარეო პოლიტიკურ მიმართულებებზე, რაც ჩვენს ქვეყანას აქვს. ეს იყო გამორჩეულად შთამბეჭდავი გამოსვლა და შესაბამისი გამოხმაურება ამ გამოსვლას მოჰყვა და ძალიან მაღალი შეფასება მიიღო როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე, ქვეყნის გარეთ“, – განაცხადა დეპუტატმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები