გია ვოლსკი: კარგია, თუ ნიკა მელია, როგორც პარტიის თავმჯდომარე, ინტელექტუალურ-პოლიტიკურ ბრძოლაზე გადაერთო

პარლამენტის პირველი ვიცესპიკერი, გია ვოლსკი ეხმაურება “ნაცმოძრაობის” თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებას დავით კეზერაშვილთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ მსგავსი განცხადებები გარკვეული შიდა დაპირისპირებით არის გამოწვეული.

“კარგია, თუ ნიკა მელია, როგორც პარტიის თავმჯდომარე, ინტელექტუალურ-პოლიტიკურ ბრძოლაზე გადაერთო. ამ ბრძოლის შინაარსი ყველასთვის ნათელია – ჯგუფებს შორის დაპირისპირება მიმდინარეობს, რაც ამ პოლიტიკური ძალის შიდა სახეს წარმოადგენს. წინააღმდეგობა არის უამრავი, მაგრამ მთავარია, ამას საზოგადოება როგორ შეაფასებს არჩევნების დროს,” – განაცხადა ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ეთერში განაცხადა, რომ კეზერაშვილი რაც უფრო შორს იქნება პოლიტიკური სპექტრისგან, მით უკეთესი იქნება პირადად მისთვის და ქართული პოლიტიკური ცხოვრებისთვის, მით უფრო, ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები