სირიის სანაპიროსთან 50-ზე მეტი მიგრანტი ზღვაში დაიხრჩო

სირიის ქალაქ ტარტუს სანაპიროსთან არალეგალი მიგრანტების გემი ჩაიძირა.

როგორც “ანადოლუ”-ს ლიბანის ტრანსპორტის მინისტრმა, ალი ჰამიემ განუცხადა, დაღუპულთა რიცხვმა 53-ს მიაღწია.

მისი თქმით, ტრაგედია 22 სექტემბერს მოხდა.

სამძებრო-სამაშველო სამუშაოების შედეგად, წყლიდან 53 ცხედრის ამოყვანა მოხერხდა, 19 მიგრანტი გადაარჩინეს.

ალი ჰამიეს დაკარგულების შესახებ ინფორმაცია არ გაუვრცელებია.

გემზე სირიელი, პალესტინელი და ლიბანელი მიგრანტები იმყოფებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები