საზღვრის კვეთის საქმეზე სასამართლოში დღეს მიხეილ სააკაშვილის პროცესი გაიმართება
თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. საზღვრის კვეთის საქმეზე საქართველოს მესამე პრეზიდენტის მორიგი სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება.
სასამართლომ დაცვის მხარის მტკიცებულებები უნდა გამოიკვლიოს.
ასევე, უნდა დაიკითხოს მიხეილ სააკაშვილი, თუმცა, მისი ადვოკატის განცხადებით, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ის დღევანდელ პროცესს ვერ დაესწრება.
ცნობისთვის, მსჯავრდებული მესამე პრეზიდენტი უკვე რამდენიმე თვეა, კლინიკა “ვივა მედში” გადის მკურნალობის კურსს.