კადიროვი: ჩეჩნეთში მობილიზაცია არ იქნება

ჩეჩნეთის ხელმძღვანელმა, რამზან კადიროვმა განაცხადა, რომ რესპუბლიკაში უკრაინაში “სპეცოპერაციასთან” დაკავშირებით ნაწილობრივი მობილიზაცია არ იქნება გამოცხადებული, რადგან რესპუბლიკამ “გეგმას ისედაც გადააჭარბა”.

კადიროვის თქმით, ომის დაწყებიდან უკრაინაში 20 000 ჩეჩენი წავიდა და ამით რესპუბლიკამ „გეგმა 254%-ით შეასრულა“. მას არ დაუკონკრეტებია, რა გეგმაზეა საუბარი.

გარდა ამისა, ჩეჩნეთის ხელმძღვანელის თქმით, 40-მდე ქალის ახლობლები, რომლებიც წინა დღით გროზნოში ომის საწინააღმდეგო აქციის გამართვას ცდილობდნენ, უკვე მობილიზებულნი არიან და უკრაინაში გაგზავნეს.

მან ასევე დაიმუქრა, რომ „ვინც მიტინგზე გავა, მათ ქმრებს და ყველა შვილს ფრონტზე გაგზავნიან“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები