დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკებში, ასევე, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებში რუსეთში შეერთების შესახებ ე.წ. რეფერენდუმი დაიწყო, რომელიც 27 სექტემბრამდე გაგრძელდება.
საარჩევნო უბნებზე კენჭისყრა 27 სექტემბერს გაიმართება, ხოლო მანამდე ხმის მიცემა სახლის პირობებში, გადასატანი ყუთის მეშვეობით იქნება შესაძლებელი.
ე.წ. რეფერენდუმი საერთაშორისო საზოგადოებამ უკვე დაგმო. მსოფლიო ლიდერები აცხადებენ, რომ მის შედეგებს არასდროს ცნობენ და მხარს უჭერენ უკრაინის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
კიევში კი აცხადებენ, რომ ქვეყნის ტერიტორიების დაბრუნების პროცესს “რეფერენდუმები” ხელს ვერ შეუშლის.